კალაძე და მთავრობა ხედავენ "ლელოს" მზარდ პოზიციებს და სწორედ ამიტომ ახორციელებენ თავდასხმებს ჩვენი მიმართულებით - ბუაძე
კალაძე და მთავრობა ხედავენ "ლელოს" მზარდ პოზიციებს და სწორედ ამიტომ ახორციელებენ თავდასხმებს ჩვენი მიმართულებით - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ "პირველებთან" განაცხადა.
საბა ბუაძემ თბილისის მერს კორუმპირებული უწოდა და აღნიშნა, რომ იმის მაგივრად კალაძემ და მისმა გუნდა დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგან, სრულ ისტერიკაში არიან ჩაფლულები.
კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი და მან ყველაზე კარგად იცის, რომ სწორედ მისი კორუფციული საქმიანობა არის "ქართული ოცნების" გარდაუვალი მარცხის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი. ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქაოსური მშენებლობები და ის ყველაფერი, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზიც არის კალაძის კორუფციული მმართველობა, ვხედავთ ამ უშინაარსო ისტერიკას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მათ არ უნდათ არც კალაძე და მოქმედი ხელისუფლება, არ უნდათ არც წინა ხელისუფლება და ხედავენ იმ ძალიან მზარდ პოზიციებს, რომლებიც აქვთ "ლელოს" და სწორედ ამას უკავშირდება ის გაშმაგებული თავდასხმა, რომელსაც ჩვენ უკვე დიდი ხანია "ლელოს" მისამართით ვაკვირდებით", - ამბობს ბუაძე.
ლანძღვა და ოპოზიციის გაშავება - ასე დაიწყო დღეს კალაძის გადაბრალების პოლიტიკა. თავის მართლების და დანაშაულის აღიარების ნაცვლად, თბილისის მერმა იერიში პოლიტიკურ ოპონენტებზე მიიტანა. კალაძემ ყველას თაღლითები, ხელმოცარულები და ხანდაზმულები ეძახა, ვინც კი ბოლო დღებში წერეთლის გამზირის ჩავარდნილი რეაბილიტაციის ამბავი გააპროტესტა. კალაძის შავ სიაში მოხვდა პარტია "ლელო" და მამუკა ხაზარაძეც.