კალაძე ხელში ნიჩბების ასაღებად ემზადება - წერეთელზე შეცდომების გამოსწორება მერმა ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიას ანდო
კახა კალაძე ხელში ნიჩბების ასაღებად ემზადება. დიდი სკანდალის შემდეგ, თბილისის მერი თავის მართლების რეჟიმში ჩადგა და ხალხს უთხრა, რომ წერეთლის გამზირზე თავადაც იმუშავებს, სამუშაოების დაპირებულ დროში დასასრულებლად. ოღონდ მანამდე კალაძემ ყველაფერი წინა მთავრობას გადააბრალა, მაგრამ არაფერი უთქვამს საკუთარ შეცდომებზე. თუ მერიამ ჯერ კიდევ ივლისში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები წერეთლის გამზირზე ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, რატომ გაწყვიტა მათთან კონტრაქტი ნახევარი წლის შემდეგ?
შეცდომების გამოსწორება კალაძემ ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიას ანდო. დადასტურდა ის, რაზეც გუშინ "პირველები" გიყვებოდით, მერიაში კი ამ ამბავს უარყოფდნენ. ყველაზე მეტ ფულს წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან ბერა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრს დავით თოფურიას და მის კომპანიას მისცემენ. ჯამში დამატებით წერეთლის გამზირზე სამუშაობის ბოლომდე მისაყვანად კიდევ 17 მილიონი დაიხარჯება.
კალაძის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში სარჩელი შევა. "ნაციონალური მოძრაობა" შოტაძის უწყებისგან მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება კაახ კალაძის წინააღმდეგ.
ენმ-ს წევრებს აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა კორუფციულ გარიგებებს ადგილი მაშინ, როდესაც 10 თვის წინ თბილსის მერმა აარჩია კომპანიები, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიანდო.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.