კალაძის იერიში მამუკა ხაზარაძეზე - თბილისის მერს მძიმე ბრალდებების დადასტურება სასამართლოში მოუწევს
შეურაცხყოფებით და მძიმე ბრალდებებით თავდასხმა ოპოზიციაზე. თბილისის მერმა მთავრობის სხდომა დღეს ისეთ ფრაზებით გახსნა, რომლის გამეორებაც უხერხულია. სამიზნე იყვნენ ოპონენტები, ვინც მერს შეცდომებზე და კორუფციაზე მიუთითებდნენ. წერეთლის გამზირზე სამუშაობის ჩავარდნის შემდეგ კალაძემ მათ წინაააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება დაგეგმა. ლანძღა ყველა, ვინც ყოველ დღე ახსენებდა, რომ გამზირის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობდა და დადგენილ ვადებში სამუშაოები ვერ დასრულდებოდა.
კახა კალაძეს ახლა მძიმე ბრალდებების დადასტურება სასამართლოში მოუწევს. თბილისის მერს პატივისა და ღირსების შელახვისთვის მამუკა ხაზარაძე უჩივის. კალაძეს "ლელოს" ლიდერი მიზანში სავარაუდოდ დიდი ხნის წინ ჰყავდა ამოღებული და მის წინააღმდეგ იერიშისთვის სათანადო მომენტს ელოდებოდა. მერმა ხაზარაძეს 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ამ დრომდე ვერ აპატია, როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა კარტები ბოლომდე გახსნა და კალაძის ყოფილი "პროგრეს ბანკი" სავარაუდო ფულის გათეთრების დანაშაულში ამხილა. ბრალდებას სააკაშვილის მოკავშირეობაზე კი მამუკა ხაზარაძემ დღეს კალაძის ცნობილი ვიდეო მიმართვით უპასუხა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.