ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო - მთავრობა

17.01.24 19:22
ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო - მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით - "გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა".

ამის შესახებ ინფროამციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების წცნობით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.
 

მსგავსი სიახლეები