წლობით გაჭიანურებული სასამართლო დავები - "კლანის" ბოსები მოსამართლეების ვაკანტურ პოსტებზე არავის ნიშნავენ

17.01.24 20:41
წლობით გაჭიანურებული სასამართლო დავები - "კლანის" ბოსები მოსამართლეების ვაკანტურ პოსტებზე არავის ნიშნავენ

 

 

წლობით გაჭიანურებული სასამართლო დავები - სისტემაში მოსამართლეების დეფიციტია. არსებობს ძალიან ბევრი ვაკანსია, მაგრამ კლანის ბოსები ვაკანტურ პოსტებზე არავის ნიშნავენ. ეძებენ პოლიტიკურად მორჩილ, სანდო კადრებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს ერთი სატელეფონო ზარით მიიღებენ. სისტემის კრახი კი ყველაზე მძიმედ საქართველოს მოქალაქეებზე აისახება. ადამიანები თაროზე შემოდებული საქმეების განხილვას წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდებიან.

შეჩერებული საქმეები მოსამართლეებზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია. კვლევაში, რომელიც დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა მოამზადა, წერია საფრთხეები მოსამართლეების პოლიტიკურად დამორჩილების შესახებ. თუ კლანის ნდობას რომელიმე მოსამართლე ვერ მოიპოვებს, მაშინ შეუძლიათ ვადა გადაცილებული საქმეების ამბავი ამ მოსამართლეს უკან შემოუტრიალონ, ან დააჯარიმონ, ან სულაც სისტემიდან გაუშვან.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები