რისთვის ჩავიდა ღარიბაშვილი დავოსში - რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი ტყვიის შემცველობის პრობლემებზე საუბრობს
რისთვის ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში. იმ დროს როდესაც შვეიცარიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებსა და უკრაინის დახმარებას განიხილავენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი ტყვიის შემცველობის პრობლემებზე საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან ერთად მოხვდა.
პრემიერმა ილაპარაკა როგორი საზიანოა ადამიანისთვის სისხლის ტყვიიის მაღალი შემცველობა და როგორ ებრძვის საქართველო ამ ახალ გამოწვევას. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მეორე დღეა დავოსის ეკონომიკიურ ფორუმზე იმყოფება სადაც, მთელი მსოფლიოს ლიდერები აგრეოსორი რუსეთის განეიტრალებასა და უკრაინის მხარადჭერაზე ლაპარაკობენ, თუმცა ამ დრომდე პრემიერის ერთადერთი განცხადება არსებობს და ისიც, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის საფრთხეებზე.
რაც შეეხება საქართველოს წარმატების ამბავს. "იუნისეფისა" და "იუესაიდის" დახმარებით 2018 წელს დავადგინეთ, რომ ბავშვების 41% -ს 2 წლიდან 7 წლამდე ასაკში ტყვიის შემცველობა სისხლში დასაშვებ დონეზე მაღალი ჰქონდათ. ამ მონაცემებმა საქართველოს მთავრობაზე მყისიერად მოახდინა გავლენა და ჩვენ მალევე გადავდგით საჭირო ნაბიჯები, რათა შეგვემცირებინა და თავიდან აგვერიდებინა ტყვიით მოწამვლის ფაქტები. ჩვენ 2019 წელს დავიწყეთ ფართომასშტაბიანი კამპანია ცნობიერების ასამაღლებლად, რათა ბავშვებსა და ორსულ ქალებში შეგვემცირებინა, მონიროტინგი გვეწარმოებინა ტყვიის შემცველობის დონისა და დაგვედგინა გავრცელების წყარო. დამატებით, რათა შეგვემცირებინა პოტენციური რისკი, საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი ჩარჩო , რაც ეხება ტყვიის შემცველობას სათამაშოებში. აღნიშნული რეგულაცია 2021 წლიდან ფოკუსირებას ახდენს სათამაშოების უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.