ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახ.დეპის კოორდინატორს, სუს-ის უფროსის მოადგილე შეხვდა

17.01.24 20:00
ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახ.დეპის კოორდინატორს, სუს-ის უფროსის მოადგილე შეხვდა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი შეხვდა./

სუს-ის ინფორმაციით, ალექსი ბატიაშვილმა და რიჩარდ ნეფიუმ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილეს.

"შეხვედრაზე ალექსი ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კორუფციის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია და სამსახურის ანგარიშვალდებულებებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციებზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასა და ანტიკორუფციული მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.
ალექსი ბატიაშვილმა და რიჩარდ ნეფიუმ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილეს და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე ისაუბრეს. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რაც პარტნიორებმა სამსახურის დაარსების დღიდან გაწიეს ანტიკორუფციულ საკითხებში თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებისთვის. 
შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე, სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი." ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები