კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიდა - ენმ თბილისის მერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

18.01.24 11:54
კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიდა - ენმ თბილისის მერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში პირველი განცხადება შევიდა - შოთაძის უწყებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ხაბეიშვილის გუნდს კითხვები წერეთლის გამზირის ჩავარდნილი სარეაბილიტაციო პროექტის ირგვლივ აქვს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორც პირველად დაქირავებული კომპანიებისთვის მილიონების გადახდა, ასევე ვერ შესრულებულ საქმეში ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიის ჩართვაც.

ჩვენ მივმართავთ კახი კალაძეს, თბილისის მერს, უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა. ჩვენ მოვუწოდებთ მას მოვიდეს და პასუხი გასცეს, არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" კითხვებს მის მიმართ, რომელიც არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, დიღმის ჭალებთან, ვარკეთილის მეტროს ჭერთან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ გასცეს პასუხი კონკრეტულ ბრალდებებს", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები