კატასტროფაა, რომ პრემიერს სხვა სასაუბრო არ გააჩნია - გეგელია
"ღარიბაშვილმა რამდენჯერაც საუბარი დაიწყო, ისეთი საშინელებები ილაპარაკა, რომ აღარავის სურს, სიტყვა მისცეს", - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავოსის ფორუმის ფარგლებში, პანელში მონაწილეობას.
გეგელიას თქმით, კატასტროფაა, რომ პრემიერს სხვა სასაუბრო არ გააჩნია 2024 წლის იანვარში.
ამ პრემიერ-მინისტრს სათქმელი არაფერი არ აქვს და რამდენიც პირი გახსნა, პირიქით, ისეთი საშინელებები ილაპარაკა, რომ აღარავის აღარ სურს, რომ სიტყვა მისცეს. მართლა ყველანაირი ირონიულობის, სიტუაციის ტრაგიკომიკურობის განცდის გარეშე, ეს არის კატასტროფული, რომ სხვა სასაუბრო პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია 2024 წლის იანვარში", - აღნიშნა გეგელიამ.
რისთვის ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში - იმ დროს, როდესაც შვეიცარიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებსა და უკრაინის დახმარებას განიხილავენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა ტყვიის შემცველობის პრობლემებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან ერთად მოხვდა, სადაც ილაპარაკა, როგორი საზიანოა ადამიანისთვის სისხლის ტყვიიის მაღალი შემცველობა და როგორ ებრძვის საქართველო ამ ახალ გამოწვევას.