რაც ნაკლებად ილაპარაკებს საგარეო პოლიტიკაზე ღარიბაშვილი, უკეთესია საქართველოს ეროვნული ინტერესისთვისაც - დეკანოიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგარეო პოლიტიკის დაზიანებაში ადანაშაულებენ - პარტია "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე "პირველებთან" ღარიბაშვილის დავოსში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაც ნაკლებად ილაპარაკებს საგარეო პოლიტიკაზე ღარიბაშვილი, უკეთესია საქართველოს ეროვნული ინტერესისთვისაც
დეკანოიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილმა საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით საქართველოს ინტერესები დაიცვას, იგი საერთაშორისო პარტნიორების ლანძღვას უნდება.
არავითარი საერთაშორისო პლატფორმა ღარიბაშვილისადმი არ არის საქართველოს ინტერესების ასახვა. ეს არის უბრალოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ლანძღვა, ან ზოგადად, ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც აზიანებს საგარეო პოლიტიკას. პრინციპში, რაც ნაკლებად ილაპარაკებს საგარეო პოლიტიკაზე ღარიბაშვილი, უკეთესია საქართველოს ეროვნული ინტერესისთვისაც", - ამბობს დეკანოიძე.
რისთვის ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში - იმ დროს, როდესაც შვეიცარიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებსა და უკრაინის დახმარებას განიხილავენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა ტყვიის შემცველობის პრობლემებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან ერთად მოხვდა, სადაც ილაპარაკა, როგორი საზიანოა ადამიანისთვის სისხლის ტყვიიის მაღალი შემცველობა და როგორ ებრძვის საქართველო ამ ახალ გამოწვევას.