"სჯობს, ქოცები გაჩუმდნენ, ვიდრე სისულელეები ილაპარაკონ" - მანჯგალაძე ღარიბაშვილზე
"სჯობს, ქოცები გაჩუმდნენ, ვიდრე ილაპარაკონ სისულელეები, რასაც ლაპარაკობენ", - ასე ეხმაურება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის დავოსში, პოლიტიკური პანელის არ დათმობის ფაქტს.
მისი თქმით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, არის ის, რომ იგი საქართველოს ინტერესებს არ წარმოადგენს, ხოლო რუსეთზე უარყოფით კონტექსტში საუბარი არ სურდა.
სათქმელი არაფერი არ აქვს. მანამდეც, რამდენჯერაც ვნახეთ, გამოვიდა, რუსულ მესიჯებს ახმოვანებდა და მერე აღარ მიიწვიეს ღონისძიებაზე. ეს კარგია, რომ ჩუმად იყო, რადგან სჯობს, ქოცები გაჩუმდნენ, ვიდრე ილაპარაკონ სისულელეები, რასაც ლაპარაკობენ. შესაძლებლობა არ მისცეს კი არა, თავად არ მოუნდებოდა, რადგან ერთი მხრივ, საქართველოს ინტერეს ვერ წარმოადგენს და მეორე მხრივ, არ უნდოდა, რუსეთზე ნეგატიურ კონტექსტში ესაუბრა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
რისთვის ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში - იმ დროს, როდესაც შვეიცარიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებსა და უკრაინის დახმარებას განიხილავენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა ტყვიის შემცველობის პრობლემებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან ერთად მოხვდა, სადაც ილაპარაკა, როგორი საზიანოა ადამიანისთვის სისხლის ტყვიიის მაღალი შემცველობა და როგორ ებრძვის საქართველო ამ ახალ გამოწვევას.