დავოსის ფორუმზე საქართველოს ასე მაღალ დონეზე მონაწილეობა დიდი მნიშვნელობის ამბავია - სარჯველაძე
გაჩნდება თუ არა ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკურ პანელზე მონაწილეობით - "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე დავოსში არსებულ ფორუმს ეხმაურება და ამბობს, რომ პანელში ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა დიდ როლს თამაშობს, რადგან შეხვედრაზე განიხილება არა მხოლოდ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ მიიღება მსოფლიო უსაფრთხოებასთან კავშირში მქონე გადაწყვეტილებები.
სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ფორუმში მონაწილეობით ქვეყანას მიეცემა განვითარების არაერთი შესაძლებლობა.
ეს დავოსის ფორუმი დიდი ხანია უკვე, რაც განიხილება როგორც ერთ-ერთ მთავარ ცენტრად, სადაც იწრთობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და სხვათა შორის, არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი კონტურები სწორედ ამ ფორმატებში იქმნება ხოლმე და იქ, რა თქმა უნდა, საქართველოს ასე მაღალ დონეზე მონაწილეობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის ამბავი და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ამიტომ პერსპექტივა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, ახალ ჰორიზონტებს გამოაჩენს საქართველოსთვის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით", - ამბობს სარჯველაძე.
რისთვის ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში - იმ დროს, როდესაც შვეიცარიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებსა და უკრაინის დახმარებას განიხილავენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა ტყვიის შემცველობის პრობლემებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან ერთად მოხვდა, სადაც ილაპარაკა, როგორი საზიანოა ადამიანისთვის სისხლის ტყვიიის მაღალი შემცველობა და როგორ ებრძვის საქართველო ამ ახალ გამოწვევას.