ვინ ჩაუშვა ივანიშვილი "ოცნების" ხელისუფლებიდან - ის, რაც არ თქვა გახარიამ, თქვა მისმა საპარლამენტო გუნდმა

18.01.24 12:03
ვინ ჩაუშვა ივანიშვილი "ოცნების" ხელისუფლებიდან - ის, რაც არ თქვა გახარიამ, თქვა მისმა საპარლამენტო გუნდმა

ვინ ჩაუშვა ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ხელისუფლებიდან - ის, რაც არ თქვა გახარიამ, თქვა მისმა საპარლამენტო გუნდმა.

ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ოლიგარქი ჩაუშვა იმ ადამიანებმა, რომლებიც უმაღლეს თანამდებობეზე არიან და ვინც ქვეყანას წარმოადგენენ საგარეო მიმართულებით. 

გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ იმ მაღალჩინოსნებს უნდა მივმართოთ კითხვით, რომლებიც უცხოეთში დადიან ვიზიტებით.

ჩაშვების ნაწილს რაც შეეხება, იცით, რომ გახარიას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა წლების განმავლობაში და მას პირადი კომუნიკაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შენარჩუნებული აქვს. ანუ, თუ ის გაინტერესებთ, ჩვენი ინფორმაციის წყარო ვინ არის, ვიმეორებ, მას მეგობრები, როგორც ქვეყნის შიგნით, "ოცნებასთან" დაახლოებულ პირებთან ბუნებრივია აქვს და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. რაც შეეხება იმას, ვინ მოიაზრება, მე გირჩევდით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც იკავებენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას და წარმოადგენენ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და უწევთ საზღვარგარეთ სიარული იმ მიზნით, რათა ქვეყანა წარმოადგინონ საერთაშორისო ურთიერთობებში, აი ამ უმაღლესი თანამდებობის პირებს უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა, დარწმუნებული ვარ, მათ პასუხებში თქვენ თვითონ ამოიკითხავთ ვინაობას. დაუსვით მათ შორის ეს კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრსაც ეს შეკითხვა", - ამბობს ანა ბუჩუკური.

ახლა საინტერსოა, რა პასუხს გასცემს "ოცნება" ყოფილი პრემიერის იერიშს.

ყოფილი პრემიერი ყოფილ თანამებრძოლებს ღიად უპირისპირდება. პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ - ამ სიტყვებით გახსნა გახარიამ "ოცნების" წინააღმდეეგ ახლი დაპირისპირებაა. პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი ამბობს, რომ გუნდი ,რომელსაც ოლიგარქი ყველაზე მეტად ენდობოდა, მის ზურგს უკან სხვაგვარად იქცეოდა და პოლიტიკურ კულისებში გასული კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი, სხვებს ჩუმად უყვებდონენ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები პარტიაში, სხვისი ხელით და არაფორმალურად. 

 

მსგავსი სიახლეები