რა გეგმა აქვს "ოცნების" დამფუძნებელს გაყინული მილიონების დასაბრუნებლად? - ივანიშვილის გარემოცვა დუმს
რა გეგმა აქვს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს გაყინული მილიონების დასაბრუნებლად? - ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა დუმს, ადვოკატის ოფისი დაკეტილია, ოლიგარქის ქონების განმკარგველი ნატო ხაინდრავა კი "პირველებს" ტელეფონს უთიშავს.
"ტვ პირველი ხართ? მატყუარებს ინტერიუს არ ვაძლევ", - ამბობს ხაინდრავა ტელეფონის გათიშვამდე.
ბიძინა ივანიშვილმა, შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია. ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.