ქვეყანა რომ არ ჩართულიყო მეორე ფრონტში, ამიტომ შეექმნა ივანიშვილის პრობლემები ფინანსურ ინსტიტუტებში- მაჭარაშვილი

18.01.24 13:16
ქვეყანა რომ არ ჩართულიყო მეორე ფრონტში, ამიტომ შეექმნა ივანიშვილის პრობლემები ფინანსურ ინსტიტუტებში- მაჭარაშვილი

"ხალხის" ძალის ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე იმიტომ წააგო, რომ ქვეყანა არ ჩართულიყო მეორე ფრონტში.

მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ღმერთი მიხედავს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და ართულ სახელმწიფოს ებრძვის.

სამწუხაროდ, მას სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, რომ ქვეყანა არ ჩართულიყო მეორე ფრონტში, შეექმნა პრობლემები საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის, ფინანსურ ინსტიტუტებში. ეს აღიარებულია არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ადვოკატების მხრიდან და პროცესები, თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე პროცესი მან მოიგო ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ, როგორიც არის "Credit Suisse". საბოლოო ჯამში, აუცილებლად კანონზომიერება და ღმერთი მიხედავს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოს", - ამბობს მაჭარაშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა, შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია. ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები