ბანკს ამ თანხების დაბრუნება ივანიშვილისთვის აუცილებლად მოუწევს - კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკისგან ხელოვნურად ხდება თანხების შეფერხება, თუმცა კალაძის განცხადებით ამ თანხების დაბრუნება ბანკს აუცილებლად მოუწევს.
ივანიშვილმა ფაქტობრივად, ყველა სასამართლო მოიგო აღნიშნულ დავაში და აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიზანმიმართულად, ხელოვნურად ხდება ამ თანხების შეფერხება და ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი მე მგონი, საზოგადოებისთვის ცხადია და რატომ ხდება ამ ადამიანის შანტაჟი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ყველა სასამართლო მოგებული აქვს აბსოლუტურად და ადრე თუ გვიან, დროის საკითხია, რა თქმა უნდა, მოუწევს შესაბამის უწყებას, ბანკს ამ თანხების დაბრუნება", - აღნიშნა კალაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა, შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია. ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.