მარნეულში "ლელოს" ახალი ოფისი გაიხსნა - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გუნდი საარჩევნო მარათონში ჩაება

18.01.24 13:27
მარნეულში "ლელოს" ახალი ოფისი გაიხსნა - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გუნდი საარჩევნო მარათონში ჩაება

მარნეულში "ლელოს" ახალი ოფისი გაიხსნა - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გუნდი საარჩევნო მარათონში ჩაება. ოპოზიციური პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის მთელი ძალებით ემზადება. განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონში მცხოვრები ადამიანების საჭიროების შესწავლას დაეთმობა.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მარნეულის მოსახლეობას სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესებას ჰპირდება. "ლელოს" ლიდერები მარშლის გეგმის ამოქმედებით აპირებენ ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მუშაობას. 

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "პირველებთან" პარტიის მიზნებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ლელოს" დიდ სურვილს წარმოადგენს მარნეულის გაძლიერება და ქალაქის წარმოჩენა ექსპორტზე ორიენტირებულ რეგიონად.

მათ ექნებათ საკმაოდ დიდი სოფლის მეურნეობის დოვლათი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა გახდა მომხმარებელი და ჩვენი ქვეყანა მოიხმარს უფრო მეტს იმპორტირებულს, ვიდრე საკუთარ წარმოებას. ამიტომ, პირველ რიგში, ამოცანა არის ზუსტად იგივე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და კარგი გუნდი გვყავს აქ, რომელიც ამოცანას კარგად შეასრულებს რეგიონში და რაც ყველაზე მთავარია, დიდ სურათში ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო სტანდარტის მწარმოებელი და ექსპორტზე ორიენტირებული რეგიონ", - აღნიშნა ხაზარაძემ.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მარნეულში გახსნილ ახალ ოფისს აგი მუსტაფაევი უხელმძღვანელებს, რომელიც მთელი ძალით შეეცდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარტიის გეგმებისა და მიზნების გაცნობას.

ამ რაიონში მშრომელი ხალხი ცხოვრობს. გამორჩეული შრომისმოყვარეობით ადამიანებით არის დასახლებული ეს რაიონი, რომელიც ყოველთვის იყო მიტოვებული, უყურადღებოდ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებს ვაგრძნობინოთ, რომ ეს სახელმწიფო არის მათი სახელმწიფო. ეს ოფისი, რომელიც დღეს ჩვენ გავხსენით, მას უხელმძღვანელებს ძალიან მონდომებული და განათლებული ახალგაზრდა, აგი მუსტაფაევი, რომელიც შეძლებს, რომ ჩვენი გეგმები გააცნოს მაქსიმალურად ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ დავუბრუნოთ იმედი", - ამბობს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები