"ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს" - ბადრი ჯაფარიძე კალაძის მიერ ხაზარაძეზე მიტანილ იერიშს პასუხობს
"ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს" - ასე პასუხოსბ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კახა კალაძის იერიშს მამუკა ხაზარაძეზე. ჯაფარიძის თქმით, ახლა "ოცნებაში"ისტერიული მდგომაროებაა, ამიტომაც ამბობს, რომ არ უკვირს მმართველი პარტიის ლიდერებისგან მსგავსი გამოხტომები.
"ქართული ოცნების" სპიკერების ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე ვიტყოდი, რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. ახლა, რა თქმა უნდა, ისტერიული მდგომარეობაა "ქართულ ოცნებაში", რადგან გრძნობენ ისინი, რომ კარგავენ ძალაუფლებას, კარგავენ ხელისუფლებას, ამიტომ არ უნდა ვერიდოთ მათგან ასეთ გამოხტომებს, ასეთ შეურაცხყოფებს. ეს დროებითია. დარჩენილია ძალიან ცოტა დრო და როგორც კი არჩევნები ჩატარდება, დამთავრდება "ქართული ოცნების" მმართველობა ამ ქვეყანაში", - ამბობს ჯაფარიძე.
ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს კი დღეს კახა კალაძემ ჟურნალისტებთან უპასუხა.
თბილისის მერის თქმით, მამუკა ხაზარაძემ ვიდეო მიჭრა-მოჭრა და ისე განათავსა სოციალურ ქსელში.
ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა", - განაცხადა კალაძემ.
"ლელოს" თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გააზიარა კახი კალაძის განცხადება, როგორ უჭერდა ის მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მხარს მიხეილ სააკაშვილს, როგორ პოზიციონირებდა, როგორც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი და დააანონსა, რომ სასამართლოში უჩივლებს.
მანამდე კი კახა კალაძემ ხაზარაძეზე იერიში მიიტანა და "ლელოს" დამფუძნებელს ბიძნური საქმეების გამკეთებელი უწოდა.
ახლა მძიმე ბრალდებების დადასტურება სასამართლოში მოუწევს. თბილისის მერს პატივისა და ღირსების შელახვისთვის მამუკა ხაზარაძე უჩივის.