კალაძე გამორჩეულად უგემოვნო პოლიტიკოსია - დეკანოიძე
"ევროპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, კახა კალაძე გამორჩეულად უგემოვნო პოლიტიკოსია. მეტიც, დეკანოიძის თქმით, კახა კალაძეს არ ესმის, რომ გემოვნება მარტო ტანსაცმელი არ არის.
კალაძე არის გამორჩეულად უგემოვნო პოლიტიკოსი, თავისი ძალიან მძიმე გამონათქვამებით, რომელიც პირველ რიგში, ასახავს იმას, რომ იგი ანგარიშვალდებული არ არის თბილისელების წინაშე, არამედ ანგარიშვალდებულია საკუთარი კორუფციული გარიგებების ან ივანიშვილის წინაშე. მას არ ესმის, რომ გემოვნება ეს მარტო ტანსაცმელი არ არის. შეიძლება, მას რაიმეს ჩვენება უნდა ივანიშვილისთვის, მაგრამ ვერ გეტყვით, ივანიშვილი როცა მოინდომებს მაშინ აღუძრავს სისხლის სამართლის საქმეს კალაძეს", - აღნიშნა დეკანოიძემ.