"განწირული პოლიტიკოსის განცხადებები" - "ოცნება" გახარიას პასუხობს
ახალი იერიში მმართველ გუნდძე - გიორგი გახარიას "ოცნება" პასუხობს.
კახა კალაძე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერის მთავარი საზრუნავი 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა და ურჩევს ამ საკითხს მიხედოს.
რამდენად სწორი იქნება კომენტირება, გახარია გამოვა, რაღაცას იტყვის და ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთოთ. ალბათ, მისი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ როგორმე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს", - ამბობს კალაძე.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი იმ ქსელში გაიხლართა, რა ქსელებსაც ზოგადად აბამდა ხოლმე.
მაჭარაშვილის თქმით, გახარიას განცხადებები განწირული პოლიტიკოსის განცხადებებს ჰგავს და სინამდვილეში ის არაფრის მაქნისი არ არის.
გახარია გაიხლართა იმ ქსელში, რა ქსელებსაც ზოგადად აბამდა ხოლმე და ეს არის მისი სტილი, სამწუხაროდ. ამიტომ ყოველდღიურად მისი ნებისმიერი ასეთი განცხადება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ როგორმე დარჩეს მინიმალურ ზედაპირზე. ეს ნიშნავს ზუსტად განწირული პოლიტიკოსის განცხადებებს, ამიტომ მისი განცხადებები ჩვენთვის უინტერესოა. ის არაფრის მაქნისი არ იყო, როდესაც მოვიდა "ოცნებაში" და ნელ-ნელა ჩვენი ნდობით მოიპოვა ცნობადობა, მოიპოვა პოპულარობა და მაშინ გადადგა ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი, როდესაც ამ შემთხვევაში, გუნდში იყო საკმაოდ ისეთი სიტუაცია, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილებები", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ყოფილი პრემიერი ყოფილ თანამებრძოლებს ღიად უპირისპირდება. პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ - ამ სიტყვებით გახსნა გახარიამ "ოცნების" წინააღმდეეგ ახლი დაპირისპირებაა. პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი ამბობს, რომ გუნდი ,რომელსაც ოლიგარქი ყველაზე მეტად ენდობოდა, მის ზურგს უკან სხვაგვარად იქცეოდა და პოლიტიკურ კულისებში გასული კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი, სხვებს ჩუმად უყვებდონენ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები პარტიაში, სხვისი ხელით და არაფორმალურად.