ბევრ კითხვაზე ისევ გვჭირდება პასუხები, მთავარია გახარიამ ყველაფერი თქვას - დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე გიორგი გახარიას მიერ "ოცნების" მხილებას მიესალმება.
დეკანოიძის თქმით, ახლა მთავარია ყოფილმა პრემიერმა ყველაფერი თქვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ეს მმართველობის სტილი და ზუსტად ის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მმართავს საქართველოს.
მივესალმები ნებისმიერ მხილებას ან სამხილებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს გიორგის გახარიას და ეს სამხილები შეიძლება, საზოგადოებას უთხრას, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ კითხვაზე ისევ გვჭირდება პასუხები. მაგალითად, როგორ ხორციელდებოდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის იმ კრიმინალური სინდიკატის ჩარჩო, გეგმა, რომელიც დღემდე კლეპტომანიას და ოლიგარქიას ამკვიდრებს საზოგადოებაში. მთავარია საზოგადოებას ბატონმა გიორგიმ ყველაფერი უთხრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ეს მმართველობის სტილი და ზუსტად ის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მმართავს საქართველოს", - ამბობს დეკანოიძე.
ყოფილი პრემიერი ყოფილ თანამებრძოლებს ღიად უპირისპირდება. პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ - ამ სიტყვებით გახსნა გახარიამ "ოცნების" წინააღმდეეგ ახლი დაპირისპირებაა. პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი ამბობს, რომ გუნდი ,რომელსაც ოლიგარქი ყველაზე მეტად ენდობოდა, მის ზურგს უკან სხვაგვარად იქცეოდა და პოლიტიკურ კულისებში გასული კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი, სხვებს ჩუმად უყვებდონენ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები პარტიაში, სხვისი ხელით და არაფორმალურად.