თავის ქება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე - ღარიბაშვილმა, პანელურ დისკუსიაზე ქვეყნის ყველა წარმატება "ოცნების" ხელისუფლებას მიაწერა

18.01.24 15:01
თავის ქება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე - ღარიბაშვილმა, პანელურ დისკუსიაზე ქვეყნის ყველა წარმატება "ოცნების" ხელისუფლებას მიაწერა

თავის ქება მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე - ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ქვეყნის ყველა წარმატება "ოცნების" ხელისუფლებას მიაწერა. 

მთელი ევროპის გასაგონად პრემიერი ამტკიცებს, რომ საქართველოში ეკონომიკა დუღს, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ მთავრობის წარმატებაა.

საქართველოს პრემიერმა ისაუბრა ჩინეთზე და თქვა, რომ ის სტარტეგიული პარტნიორია.

საქართველო ეკონომიკური მდგომარეობა სწრაფად ვითარდება. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა. ჩვენ ახლა გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. 
ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან სტაბილური მდგომარეობაა, ისევე როგორც პოლიტიკურად საქართველო არის სტაბილური. თქვენ ახსენეთ ტვირთები, ყველაფერი იზრდება. 
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  ასევე არის რეკორდულ მაჩვენებელზე. და მას შემდეგ რაც დეკემბერში იქნა მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ, ჩვენ უფრო ბევრს ინვესტიციას ველოდებით. 
საქართველოს აქვს ძალიან გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩვენ გვაქვს სურვილი განვითარდეს შუა დერეფანი, რაც მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტია. ძალიან მკაფიო და ნათელი გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა გაკეთდეს წელს. 
წელს ჩვენ გვინდა ახალი პორტის აშენება ანაკლიაში რომელიც იქნება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. ინსრფასტრუქტურული პროექტები დასრულდება ამ წელს და ზოგიერთი ორ წელში. 
მე ასევე მინდა აღვნიშნო მნიშვნელობა ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიულ მარშრუტის შესახებ. მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში ორი წლის წინ, შევხვდი ჩინეთის პრეზიდენტს სინ ძი პინს და ჩვენ გადავწყვიტეთ ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. 
მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ყველა ლიდერს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის რომ სტატუსი მიანიჭონ საქართველოს, ეს ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევაა, რადგან 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ჩავდეთ არანორმალური ძალისხმევა და დიდი პროგრესი გვაქვს ევროულ გზაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შეაქო სერბეთის პრორუსმა პრეზიდენტმა და შეუქო ის გადაწყვეტილება, რომს აქართველომ ჩინეთთან უერთიერთობა სტრატეგიულ დონეზე აიყვანა.

 

მსგავსი სიახლეები