ივანიშვილმა პროცესი იმის გამო წააგო, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო - ჯაფარიძე

18.01.24 15:20
ივანიშვილმა პროცესი იმის გამო წააგო, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო - ჯაფარიძე

"ივანიშვილმა პროცესი იმის გამო წააგო, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო", - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ქართველი ოლიგარქის მიერ ფულის გათეთრების საქმის წაგებას შვეიცარიულ ბანკთან.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, როცა საქართველოში დასრულდება რუსული ოცნების რეჟიმი, ქვეყანაში არსებული სასამართლო სამართალზე დაყრდნობილ განაჩენებს გამოიტანს.

დამოუკიდებელი სასამართლო იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ივანიშვილმა წააგო პროცესი და საქართველოში, როდესაც ივანიშვილს სურს მისი ოპონენტების დამცირება და შეურაცხყოფა, აქ სასამართლო იღებს ივანიშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ეს დასრულდება. დასრულდება იმით, რომ სასამართლო მიიღებს, მხოლოდ და მხოლოდ, სამართალზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება შეიცვლება", - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია. ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მსგავსი სიახლეები