ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა დავოსში გამართულ დისკუსიაზე რუსეთი მხოლოდ რამდენიმე წინადადებით ახსენა
ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე რუსეთი მხოლოდ რამდენიმე წინადადებით ახსენა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთი ახლაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას.
პრემიერმა განაცხადა, რომ ამ უსაფრთხოების გამოწვევის მიუხედავად "ოცნების" დამსახურებით, უპრეცედენტო და უწყვეტი სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა.
ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და სამხედრო ბაზები დღესაც განლაგებული აქვს ჩვენს ტერიტორიაზე. ამ უსაფრთხოების გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია უპრეცედენტო და უწყვეტი სტაბილურობისთვის მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ასეთი მშვიდობიანი და სტაბილური სიტუაცია მანამდე არასდროს გვქონია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.