საერთაშორისო ინსტიტუტები მურუსიძის სასამართლო არ არის და ივანიშვილს ეს უნდა ესმოდეს - დეკანოიძე
"საერთაშორისო ინსტიტუტები არ არის მურუსიძის სასამართლო და ივანიშვილს უნდა ესმოდეს ეს", - ასე პასუხობს პარტია "ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე ქართველი ოლიგარქის სასამართლო დავის წაგებას შვეიცარიულ ბანკთან და ამბობს, რომ მისი მილიონები უსაფუძვლოდ არ არის გაყინული.
დეკანოიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილმა საქართველოს ინტერესების მიხედვით იმოქმედოს, იგი მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ ფინანსურ კაპიტალს იცავს.
ბიძინა ივანიშვილს ვერც საჯაროდ გამოჩენა, ვერც პარტიის თავმჯდომარეობა, ვერც პრემიერ-მინისტრობა, ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობა ჩრდილოვანი თუ არაჩრდილოვანი ვერ უშველის საკუთარი ფინანსური კაპიტალისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ იგი კვლავ არაკანონიერ ქმედებებს გააგრძელებს. მე ვერ გეტყვით საქმის დეტალებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური კაპიტალის უსაფრთხოება ადარდებს და არ ადარდებს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები. საერთაშორისო ინსტიტუტები არ არის მურუსიძის სასამართლო, მას უნდა ესმოდეს", - ამბობს დეკანოიძე.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა და ამ დროისთვის საქმე დახურულია. ოლიგარქი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.