ამზადებენ თუ არა კალაძეს პრემიერობისთვის -"ოცნებაში" დაბნეულობაა
ამზადებენ თუ არა კახა კალაძეს პრემიერობისთვის -"ოცნებაში" დაბნეულობაა. მმართველი პარტიის წევრები არც კის ამბობენ და არც არას.
"ოცნების" წევრების განცხადებები დღეს ძალიან ჰგავდა რამდენიმე კვირის წინ მათ მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებებს.
ჩნდება განცდა, რომ ოცნების კულისებში ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ პრემიერისსს შეცვლის საკითხიი აქტიურადდ განიხილება
ეგეთი რთული საკითხების ანალიზს, მე ვერ ვაკეთებ. არ ვიცი, არ ვიცი. არ მაქვს თქვენი ამ ეფემერული კონსტრუქციის შექმნაში თქვენი დახმარების სურვილი. ეს ეფემერული კონსტრუქციები, ოპოზიციასტანე რტად იფიქრეთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ შიდა გადაჯგუფებები პარტიაში ოპოზიციას ესიზმრება და შემდეგ დილით ახმოვანებენ.
თქვენ ის გიკვირთ, რომ კალაძე ან ნებისმიერი სხვა გამოვა ძალიან კრიტიკული განცხადებებით ოპოზიციის მიმართ? სიზმრებს და ფანტაზიებს თავი დაანებეთ, ხომ გითხარით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.