სინამდვილეში კალაძე გულნატკენი კორუფციონერია - კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე კახა კალაძე გულნატკენი კორუფციონერს უწოდებს.
კუპრაძის თქმით, რამდენიც არ უნდა იუზრდელოს თბილსის მერმა, ამით შეიძლება ის, მაქსიმუმ "ბიძინა ივანიშვილს გაეკეკლუცოს".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
კალაძეს ბევრჯერ ვატკენთ გულს, იმიტომ, რომ ის იმსახურებს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ იმსახურებს პასუხისგებაში მიცემას იმ ძალადობისთვის, ყაჩაღობისთვის, რასაც ის სჩადის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. კახი კალაძემ რამდენიც არ უნდა იუზრდელოს ტელე-ეთერებიდან და მთავრობის სხდომებიდან, ამით მაქსიმუმ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს გაეკეკლუცოს და წარმოადგენინოს, რომ თითქოს ის არის ძალიან გაბედული. სინამდვილეში ის არის გულნატკენი კორუფციონერი, რომელსაც ვერაფერი ვეღარ უშველის, რადგან ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.