თუ უნდა პრემიერობა, ალბათ, იმის გამო, რომ კორუფციის იმ მასშტაბებზე გავიდეს, რა მასშტაბებზეც ღარიბაშვილია - ნადირაძე კალაძეზე

18.01.24 16:14
თუ უნდა პრემიერობა, ალბათ, იმის გამო, რომ კორუფციის იმ მასშტაბებზე გავიდეს, რა მასშტაბებზეც ღარიბაშვილია - ნადირაძე კალაძეზე

თუ უნდა პრემიერობა, ალბათ, იმის გამო, რომ კორუფციის იმ მასშტაბებზე გავიდეს, რა მასშტაბებზეც ღარიბაშვილია - ასე პასუხობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე კახა კალაძის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებაზე დასმულ კითხვას.

ნადირაძის თქმით, კალაძეს უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ კორუფციაში არაა ჩაფლული, თუმცა ოპოზიციონეერის გაცნხადებით, სულ სხვა რამეზე მეტყველებს თბილისის მერის განხორციელებული პროექტები.

თუ უნდა პრემიერობა, ალბათ, მხოლოდ იმის გამო, რომ კორუფციის სხვა მასშტაბებზე გავიდეს, რა მასშტაბებზეც ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვაა გასული. ალბათ, უნდა, რომ ბიძინასაც და ყველას უთხრას, რომ მე არ ვარ ის ბიჭი, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული, თუმცა აბსოლუტურად საპირისპიროს აჩვენებს ის პროექტი, რომელსაც კახი კალაძე ახორციელებს. ამიტომ დიახ, ეს უკავშირდება მაოხლოებულ არჩევნებს, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, უკავშირდება მათ შორის შიდა პარტიულ ბრძოლას გავლენებისთვის", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

მსგავსი სიახლეები