კამერა, რომელიც იღებდა სააკაშვილს საწოლში, არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა იყო, არამედ მისი ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობაც - წამების პრევენციის კომიტეტი

18.01.24 16:00
კამერა, რომელიც იღებდა სააკაშვილს საწოლში, არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა იყო, არამედ მისი ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობაც - წამების პრევენციის კომიტეტი

პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა და ღირსების მიმართ უპატივცემულობა - ამ დარღვევებზეა ყურადღება გამახვილებული ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვეოდა, ერთ-ერთ დამადასტურებელ მაგალითად კი პალატაში არსებული სათვალთვალო კამერების მდებარეობაა დასახელებული. კომიტეტი პირდაპირ წერს, რომ პაციენტი, რომელიც თერაპიულ მომსახურებას უნდა გადიოდეს კლინიკაში, მის პალატაში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება თერაპიულ პროცესთან კავშირში არ არის, ამით კი ირღვევა არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არამედ ღირსების მიმართ უპატივცემულობაც სახეზეა.

მე-5 სართულზე (სადაც ბატონი C იყო განთავსებული), ატმოსფერო კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო სათვალთვალო კამერების არსებობის გამო. მის ოთახებში განთავსებული იყო 3 სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთი მუდმივად იღებდა მას საწოლში. ეს არა მხოლოდ პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა იყო, არამედ მისი ადამიანური ღირსების მიმართ უპატივცემულობაც.
აშკარა იყო, რომ სათვალთვალო მონიტორინგის მიზანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა თერაპიულ პროცესთან. პაციენტზე მეთვალყურეობას უპირველეს ყოვლისა ახორციელებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები და არა ჯანდაცვის პერსონალი, - წერია ანგარიშში.

მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის გამოჯანმრთელებას - ეს უმწვავესი შეფასება   ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია. კომიტეტმა კლინიკა "ვივა მედში" არსებული მდგომარეობა შეისწავლა.

 

მსგავსი სიახლეები