საქართველოს პრეზიდენტს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დანტუონომ რწმუნებათა სიგელი გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.