ჩუმად იყვნენ მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როცა პრობლემა მოგვარდა, აყვირდნენ - მდინარაძე ოპოზიციაზე
ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, კალაძის წინააღმდეგ, ოპოზიციის მიერ მდაბიო და მავნებლური კამპანია მიმდინარეობს.
„კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე „ანამნეზი”:
ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ ).
აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება - როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.
პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.