დამტკიცდა, რომ სააკაშვილი იმყოფება გარემოში, სადაც რეაბილიტაცია შეუძლებელია, გამოსავალი გათავისუფლებაა - ჯაფარიძე
"დამტკიცდა ოფიციალურად, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იმ გარემოში, სადაც ფიზიკურად მისი რეაბილიტაცია არის შეუძლებელი," - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის გამოქვეყნებულ დასვნას, სადაც მესამე პრეზიდენტისთვის შექმნილ ჩაგვრელ და დამამცირებელ პირობებზეა საუბარი.
სოფო ჯაფარიძის თქმით, გამოსავალი არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
იმ გარემოში, სადაც მისი ღირსების შელახვა ხდება, ფაქტობრივად, ყოველდღიურად, შეუძლებელია, ფიზიკურად შეუძლებელია.
გამოსავალი არის ერთი, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე და ის უნდა იქნას უპირობოდ გათავისუფლებული,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის გამოჯანმრთელებას - ეს უმწვავესი შეფასება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია. კომიტეტმა კლინიკა "ვივა მედში" არსებული მდგომარეობა შეისწავლა.