ხაბეიშვილი ივანიშვილს: თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი
"თუ არ გეშინია გამოუშვი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცი შესაძლებლობა ესაუბროს ხალხს, მგიწევს ადრე თუი გვიან," - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, როცა ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილის მიმართ მოჰყრობა დამამცირებელი და მჩაგვრელია და როცა სისტემა სრულიად ივანიშვილს ემორჩილება, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნებულმა ივანიშვილმა მიიღოს უნდა გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების.
ახლა უკვე ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამბობს, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობა, მინდა მივმართო რუს ოლიგარქს - შეშინებულს, სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მაგარი და ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს, თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ პოლიტიკური პატიმარია და მიეცი შესაძლებლობა, რომ ელაპარაკოს მის ხალხს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, შავით თეთრზე წერია, რომ ადგილი აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას.
ამ ყველაფრის ფონზე, როცა „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს როგორ შეიყვანოს ქვეყანა და გახადოს რუსეთის გუბერნია და ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვცდილობთ ევროპის ნაწილი გავხდეთ და დარწმუნებული ვარ ამას შევძლებთ, ამასობაში ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა დაწერა დასკვნა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც მთავარი შინაარსი იკვეთება და იკითხება, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ ვერ დაწერს დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ „ვივამედის“ ექიმები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ პენიტენციური დაწესებულება ანუ სუს-ი იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი, რუსული პარტია იღებს გადაწყვეტილებებს და არა ექიმები და ეს დამატებითი პრობლემაა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისა. ეს დასკვნა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, გარდა იმისა, რომ კლანის მოსამართლეები დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუმპირებულები არიან და ამ ხალხმა გაასამართლა, გარდა იმისა, რომ აშშ-მ ფარცხალაძეზე, ვინც ბრალი შეკერა პრეზიდენტ სააკაშვილზე, თქვა რომ ეს რუსეთის აგენტია. აახლა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამბობს, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს და მე მინდა მივმართო რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, თუ არ ეშინია, თუ მუხლები არ უკანკალებს მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელზეც მთლიანად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და მისცეს შესაძლებლობა, რომ ელაპარაკოს ხალხს. შენ ხომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს - სახელმწიფო უწყებები, მილიარდები, ფარცხალაძე, რუსეთის აგენტურა, ხომ ყველაფერი შენს ხელშია ივანიშვილო, თუ არ გეშინია გამოუშვი პრეზიდენტ სააკაშვილი და მიეცი შესაძლებლობა ესაუბროს ხალხს. მოგიწევს ამის გაკეთება ადრე თუ გვიან და მოგიწევს ამის გაკეთება ხალხის გადაწყვეტილებით, თუ შენ ამას არ გააკეთებ და ქართველი ხალხი 2024 წელს აუცილებლად დააღწევს თავს რუსულ პარტიას და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს სააკაშვილის გამოჯანმრთელებას - ეს უმწვავესი შეფასება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია. კომიტეტმა კლინიკა "ვივა მედში" არსებული მდგომარეობა შეისწავლა.