"მინდა, რუსეთში ხელისუფლება შეიცვალოს" - პუტინის კონკურენტის შტაბი თბილისში გაიხსნა
პუტინის კონკურენტის საპრეზიდენტო შტაბი თბილისში გაიხსნა და ბროის ნადეჟდინი საქართველოში ხმებს აგროვებს. 100 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ ბორის ნადეჟდინი კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდეს.
დილიდან რუსი პოლიტიკოსის ოფისთან რიგები არ წყდება. ქალაქის ცენტრში რუსული პასპორტებით ხელში, რუსეთის მოქალაქეები მიდიან და პუტინის მოწინააღმდეგის სასარგებლოდ ხმას აფიქსირებენ.
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოდან ხმის მიცემა არ შეუძლიათ თუმცა მათი ხელმოწერით ნადეჟდინის მომხრეები პროტესტს პირადად პუტინის წინააღმდეგ აფიქსირებენ.
საქართველოდან ხმის მიცემა არ შემიძლია, თუმცა შემიძლია, დავტოვო ხელმოწერა, ერთი მიზეზით, მე მინდა, რუსეთში ხელისუფლება შეიცვალოს. მე პუტინის მომხრე არასდროს ვყოფილვარ, არასდროს მივემხრობოდი მის პოლიტიკას მისი მმართველობის პირველივე წლიდან.
ამას ჰქვია ხმის მიცემა პროტესტით, რადგან ხმის მიცემამდე კანდიდატებს არ უშვებენ, იმ კანდიდატებს რომლებიც შეიძლება იყვნენ პოპულარულები. და როცა ვართ ასეთ სიტუაციაში ვართ, ჩვენ ხმას მივცემთ ნებისმიერ კანდიდატს , რათა დავანგრიოთ ეს სისტემა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მინდა, რომ ქვეყანაში პუტინის ალტერნატივა იყოს , რომელიც ე.წ არჩენებში მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ ამას არჩევნებს ვერ ვუწოდებ. თუ იქნება ისეთი აქტივობა, რომელიც გაზრდის კონკურენციას არჩევნებზე, მე ამაში მონაწილეობას მივიღებ. რატომ ნაძეჟდინი? ჩემი აზრით, ის კანდიდატებს შორის არც ის სასურველია, რადგან მას ჰქონდა შეცდომები. მაგალითად, არ მომეწონა მისი განცხადება, როცა მან 2008 წელს თქვა, რომ საქართველოა დამნაშავე და მან დაიწყო ომი რუსეთთან. სამწუხაროდ, ძალიან მცირე არჩევანი მაქვს, რადგან სხვა კანდიდატები უარესები არიან," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მე მოვედი, რომ ხელი მომეწერა ბორის ბორისის ძე ნადეჯდინის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, ის ერთადერთი ადეკვატური კანდიდატია ოპოზიციიდან და პრინციპში, ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. პატიოსნად გეტყვით, არ მჯერა, რომ მას დართავენ ნებას მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მაგრამ ჩემი აზრით და ვფიქრობ, ამ აზრს რუსეთის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებიც გაითვალისწინებენ, უკეთესია მოქმედება ვიდრე უმოქმედობა. ნადეჟდინი თავის გამოსვლებში იყენებს სიტყვასთაწყობას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", მაგრამ ის გამოდის ანტისაომარი პოზიციით და ეს შესანიშნავია. მიმაჩნია, რომ ყველა არაღიარებული ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალით შევიდა, უნდა იქნას დაბრუნებული კანონიერ იურისდიქციაში," - ამბობს ნადეჟდინის ერთ-ერთი ამომრჩეველი.
ხელმოწერა დავაფიქსირე იმიტომ, რომ მინდა მქონდეს არჩევანის თავისუფლება, მათ შორის, საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაშიც, რომ შევძლო მოსვლა და ხმის მიცემა და შეუძლებელი იყოს ხმის მოპარვა და სხვისთვის მიცემა. მინდა, რომ ვნახო კარგი და აყვავებული მსოფლიო და მინდა, ვნახო ხელისუფლების ცვლილება," - ამბობს ერტ-ერთი ამომრჩეველი.