ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საჯარო მოხელე ე.წ. საზღვრის კვეთის დროს დააკავეს

18.01.24 17:35
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საჯარო მოხელე ე.წ. საზღვრის კვეთის დროს დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის მედია იტყობინება, რომ “ლენინგორის [ახალგორი] ადმინისტრაციის თანამშრომელი, 29 წლის დავით კ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით” დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაკავებული “კანონდამრღვევი საქართველოს ტერტორიიდან ბრუნდებოდა”.

ამჟამად სამართალდამცველები არკვევენ მის მიერ საზღვრის კვეთის მიზეზს და მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტენ. საჯარო მოხელეს 30-დან 70 ათას [340- 790 $] რუბლამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება”, – წერს ადგილობრივი ოსური მედია.

მსგავსი სიახლეები