როგორ მონაწილეობს ამომრჩეველი არჩევნებში, თუ ის საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება? - კალანდარიშვილის განმარტება

18.01.24 19:25
როგორ მონაწილეობს ამომრჩეველი არჩევნებში, თუ ის საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება? - კალანდარიშვილის განმარტება

რატომ არ იხსენება ახალი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ - ცესკო-ს არგუმენტებზე „დღის ამბებთან“ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საუბრობს.

კალანდარიშვილი განმარტავს, რომ რომელიმე ქვეყანაში არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც სურთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ.

ამომრჩეველი ლეგალურად იმყოფება თუ არალეგალურად, ამ შემთხვევაში კანონი აძლევთ მათ იმის შესაძლებლობას, რომ როდესაც საარჩევნო უბნები შეიქმნება, საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, კონკრეტულად იმ არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით, გაიარონ რეგისტრაციაზე. აქედან გამომდინარე, ლეგალურად-არალეგალურად ყოფნა კონკრეტულ ქვეყანაში არ უშლით მათ ხელს არჩევნებში მონაწილეობაზე იმ შემთხვევაში, თუ სათანადო წესის მიხედვით გაივლიან საარჩევნო რეგისტრაციას.
წესი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც შეიქმნება საარჩევნო უბანი კონკრეტულ ლოკაციაზე, ამის შემდგომ მათ აქვთ უკვე შესაძლებლობა, მიმართონ იმ კონკრეტულ ქვეყანაში, იმ კონკრეტულ ქალაქში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს ან დიპლომატიურ მისიებს, შეავსონ შესაბამისი ფორმა, რომელსაც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები განათავსებენ და უზრუნველყოფენ ამის ხელმისაწვდომობას...
უბანი რომ გაიხსნას, კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთ პროცედურას, რომ კენჭისყრის დღემდე 30 დღით ადრე, ჩვენ შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საგარეო უწყების მიერ გადმოგვეცე4მა ჩვენ ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ, შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით, ამის შემდგომ უკვე ცესკო მსჯელობს ამ კონკრეტულ ლოკაციებზე საარ5ჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით.
საფუძველი საარჩევნო უბნის შექმნის არის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აუცილებელი რაოდენობა - მინიმუმ, 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი, მხოლოდ ეს არის საფუძველი დღეს მოქმედი კანონმდებლობით იმისა, რომ შეიქმნას შესაბამისი უბანი კონკრეტულ ლოკაციებზე,“ - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები