ვინ უღალატა ივანიშვილს?

18.01.24 20:00
ვინ უღალატა ივანიშვილს?

 

ვინ ჩაუშვა ბიძინა ივანიშვილი?  გიორგი გახარიამ ოლიგარქს ვიდეომიმართვით გააგებინა, რომ მისი საიდუმლო გარიგებების დეტალებს დასავლეთს "ქართული ოცნების" ლიდერები აწვდიდნენ. გახარიამ ივანიშვილი დიდი ღალატის მსხვერპლად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი ხელით მოყვანილმა ხალხმა, ვისაც ძალაუფლება მისცა, ივანიშვილს ძირი ზურგს უკან გამოუთხარა.

ექსპრემიერის შემდეგ უფრო მეტი მისი პარტიის წევრებმა თქვეს. მიანიშნეს, რომ მოღალატეები ივანიშვილმა უმაღლესი თანამდებობის იმ პირებს შორის უნდა ეძებოს, ვისაც ქვეყნის საგარეო კურსი აბარიათ და უცხოეთში დადიან ვიზიტებით.

ექსპრემიერი ასეთი პირდაპირი აქამდე არასდროს ყოფილა. თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდის წევრებს სატელეფონო მოსმენებით აკონტროლებდა, თუმცა როდესაც ნახა, რომ მოსმენებითაც კი ბევრს ვერაფერს იგებდა, ყველაფრის ხელში აღება თავად გადაწყვიტა. 

მსგავსი სიახლეები