ვინ იქნება ახალი პრემიერი - კალაძის პოლიტიკური კეკლუცობა ივანიშვილის გულის მოსაგებად

18.01.24 20:07
ვინ იქნება ახალი პრემიერი - კალაძის პოლიტიკური კეკლუცობა ივანიშვილის გულის მოსაგებად

 

პოლიტიკური კეკლუცობა ივანიშვილის გულის მოსაგებად. კახა კალაძის ბილწსიტყვაობის სერიებმა ოპონენტების წინააღმდეგ  ყველას გაუჩინა ეჭვი, რომ თბილისის მერი ამ ფორმით თავს ოლიგარქს აწონებს. უნდა მას აჩვენოს, რომ ლანძღვა ღარიბაშვილზე კარგად შეუძლია. ივანიშვილი პრემიერობის კანდიდატს ეძებს. მერმაც არ დააყოვნა და თავის წარმოსაჩენად პრაქტიკულად მარათონი დაიწყო, რომ ოლიგარქმა არჩევანი სწორედ მასზე გააკეთოს.  

კალაძე ბოლო ორ დღეში მლანძღველი პოლიტიკოსების სიის სათავეში აღმოჩნდა. ეს  მას შემდეგ რაც მერმა წერეთლის გამზირის  პროექტის ჩავარდნის შემდეგ დიდი კრახი განიცადა. კალაძის  შეცვლილი რიტორიკა მოულოდნელობა აღმოჩნდა ოცნებაშიც. პარტიაში დიდ ცვლილებებს ელოდებიან. თუმცა  ვინ ვისით ჩანაცვლდება, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. ამიტომ დეპუტატები ჯერ დაბნეულები არიან და არჩიეს, რომ ამ თემაზე საერთოდ არ ილაპარაკონ.

მსგავსი სიახლეები