საკუთარი თავისა და "ოცნების" ქება დავოსის ფორუმზე - რა გზავნილები ჰქონდა ღარიბაშვილს
საკუთარი თავის ქება დავოსის ფორუმზე - ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებს არწმუნებდა, რომ 2012 წლიდან საქართველოს ისეთი მთავრობა მართავს, რომელიც მანამდე არ ჰყოლია. ყველა წარმატებას ქვეყანამ სწორედ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ის, რომ საქართველოში ეკონომიკა ყვავის და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს, ეს პირველ რიგში პრემიერის, შემდეგ კი მისი მინისტრთა კაბინეტის დამსახურებაა.
ასე დაასრულა ღარიბაშვილმა დავოსში ვიზიტი. მისი გამოსვლა მსოფლიო ტრიბუნაზე "ოცნების" პარტაქტივთან შეხვედრას უფრო ჰგავდა, ვიდრე ოკუპირებული ქვეყნის პრემიერის მიმართვას. რუსული აგრესიის შესახებ ღარიბაშვილს პრაქტიკულად არაფერი უთქვამს. იყო მხოლოდ რამდენიმე და ზოგადი ფრაზა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარტიულ გზავნილად აქცია. ბევრი ილაპარაკა მშვიდობაზე და აქაც თქვა, რომ ყველაფერი მისი და ქართული ოცნების დამსახურებაა.