14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება

18.01.24 20:34
14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება

 

14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე თავდაყირა დგება. დღეს დაკითხულმა მოწმეებმა ერთი მეორეს მიყოლებით აითაჯის დედის სასარგებლოდ მისცეს ჩვენებები. პროცესზე მკვლელობაში ბრალდებული კაცის დები დაკითხეს. ორივე ამტკიცებდა, რომ დედა გატაცებული შვილის სახლში დაბრუნებას ითხოვდა. მოსამართლეს  მოწმეების ჩვენებების მოსმენა იმდენად ემოციურ გარემოში უწევდა, რომ 5-ჯერ გამოაცხადა პროცესზე შესვენება. 

ფაქტია, რომ ბრალდებულ  დედას  ვერავინ ადებს ხელს და არც ადასტურებენ, რომ მას შვილის იძულებით გათხოვება უნდოდა. დატოვებს თუ არა ციხეს შვილმკვდარი დედა? ახლა ეს არის მთავარი კითხვა. ბრალდებული ქალის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ  ამ ჩვენებების შემდეგ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები აღარ დარჩა და სასამართლოც იძულებული გახდება გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.

მსგავსი სიახლეები