პუტინის კონკურენტი თბილისში მხარდამჭერებს აგროვებს - რა ხდება მის საარჩევნო შტაბთან

18.01.24 20:39
პუტინის კონკურენტი თბილისში მხარდამჭერებს აგროვებს - რა ხდება მის საარჩევნო შტაბთან

 

პუტინის კონკურენტი თბილისში მხარდამჭერებს აგროვებს. მეორე დღე რუსეთის მოქალაქეების რიგი ბორის ნადეჟდინის საარჩევნო შტაბთან არ წყდება. რუსული პასპორტით ადამიანები პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ ხელმოწერებს ტოვებენ. ეს არ არის საარჩევნო ხმები. ეს პროცედურა აუცილებელია, რომ ნადეჟდინი რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  მარტის არჩევნებისთვის კანდიდატად დაარეგისტრიროს.

ნადეჟდინი ერთადერთი რეალური ოპოზიციური კანდიდატია, ვინც პუტინს არჩევნებზე დაუპირისპირდება. მისი პოლიტიკური გეგმები, დიქტატორის ხედვებისგან რადიკალურად განსხვავდება. ნადეჟდინმა უკვე საჯაროდ დადო პირობა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს დაასრულებს და ქვეყანასთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს დაიწყებს. ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი  მიზეზი, რის გამოც საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები მხარდაჭერას მას უცხადებენ და ამ ფორმით პროტესტს პუტინის წინააღმდეგ გამოხატავენ.

მსგავსი სიახლეები