"შიში მაქვს" - გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

18.01.24 20:05
"შიში მაქვს" - გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის საშიში - ეს განცხადება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აშინებს და ამბობს, რომ რეალური საჭიროება მისი შემობრუნების არ არსებობდა.

არგუმენტები კი, რასაც მხარეებისგან მარგველაშვილი ისმენს, აბსურდულია. 

რეალურად პოლიტიკური საჭიროება, მას ამის გასაკეთებლად არ ჰქონდა, მაგრამ რადგან გააკეთა, ეს თავისთავად ბადებს კითხვებს, რამე ხომ არ მზადდება. მე აქედან გამომდინარე, შიში მაქვს იმასთან დაკავშირებით, რატომაც მან ეს ნაბიჯი გადადგა. ახსნები, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არის აბსურდული - არც პრობლემა არ აქვს შიგნით რამის დალაგება თუ უნდა და არც არანაირად არ სჭირდება ქართულ ოცნებას სერიოზული დახმარება არჩევნებზე, ნამდვილად არ არიან ცუდ ფორმაში,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები