კალაძეს მიაჩნია, რომ თავდასხმა არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თავი დაიცვას გუნდის შიგნით - მელია
"კალაძეს მიაჩნია, რომ თავდასხმა არის საუკეთესო შესაძლებლობა, თავი დაიცვას და ამ შემთხვევაში, თავი დაიცვას გუნდის შიგნით, როგორც ჩანს, მას სჭირდება გუნდის შიგნით რაღაც ტიპის იმუნიტეტი," - ამ განცხადებას ნიკა მელია აკეთებს.
მელიას შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" ვინმეს გაპრემიერებას არა გუნდის წევრები, არამედ პოლიტიკაში დაბრუნებული ოლიგარქი წყვეტს.
ვხედავ, რომ მას აქვს პრობლემები გუნდის შიგნით და თვლის, რომ ზღვარგადასული აგრესიულობა ოპოზიციის მიმართ, ერთგვარი იმუნიტეტია გუნდის შიგნით და ეს გზა აირჩია, არ ვიცი, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს მცდელობა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მინიმუმ, ყველას მოუწევს საზოგადოებაში არსებული კითხვებზე პასუხის გაცემა,“ - ამბობს ნიკა მელია.