პენსია უნდა იყოს იმდენი, რაც რეალურად პენსიონერს მისცემს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას - ბოტკოველი
„პენსია უნდა იყოს იმდენი, რაც რეალურად პენსიონერს მისცემს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას... 1000 კი არა 1500 ლარი უნდა იყოს პენსია, მაგრამ იმ პირობებში, როცა ხელისუფლებაში რუსი ივანიშვილია, ვის შეიძლება შევეჯიბროთ ამ თანხების ბრახაბრუხში ,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აკეთებს.
როგორც ბოტკოველი ამბობს, პენსიონერები დღესდღეობით საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საბანკო ვალის გადახდა უწევთ.
2024 წლის შემდეგ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსული ხელისუფლება ე.წ. ქართული ოცნება დასრულდება და ივანიშვილი წააგებს არჩევნებს ქართველ ხალხთან, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა რეალურად დაიწყება ქვეყანაში და ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მისცემს ადამიანებს ყოფით საშუალებას.
ურთულესი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი პენსიონერი იმ პენსიასაც ვერ იღებს, რაც მას აქვს. 350 ათასზე მეტი პენსიონერი ვერ ირებს პენსიას. ერთი ხელით ხელისუფლება ბიუჯეტიდან აწვდის ფულს ივანიშვილი და მეორე ხელით საკუთარ ჯიბეში მიაქვს. ლიბერთი ბანკი პირდაპირ წარმოადგენს ივანიშვილს და რუხაძე იქნება დირექტორი თუ მფლობელი, რეალურად ეს არის ივანიშვილის შემდეგი ბანკი, საიდანაც იპარავს პენსიონერების ფულს.
პენსიებთან დაკავშირებით თუ ვინმეს რეალური ნაბიჯები გადაუდგამს ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი და ეს დაპირება ჩვენ შევასრულეთ. თორემ დღეს აქ 1000 და 1200 და 1500 ლარი რომ უნდა იყოს, რატომ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირი არის გარანტირებული პენსია, იმიტომ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ექნება ქვეყანას, იძლევა რეალური ეკონომიკის შექმნის საშუალებას იძლევა,“ - ამბობს ბოტკოველი.