ქალების და კაცების საპენსიო ასაკი გასათანაბრებელია - ლილუაშვილი

18.01.24 21:46
ქალების და კაცების საპენსიო ასაკი გასათანაბრებელია - ლილუაშვილი

ქალების და კაცების საპენსიო ასაკი გასათანაბრებელია - ამ განცხადებას „საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს. 

ლილუაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველთა დახმარების ნაწილშიც ჰქონდა მის პარტიას კანონპროექტი, თუმცა ქართულმა ოცნებამ დაბლოკა.

ერთი მხრივ, გვაქვს თავმომწონე პრემიერ-მინისტრის საუბრები ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, გვაქვს მოცემულობა ადამიანების ქვეყნიდან გაქცევის და ამ ზრდის ძირითადი ნაწილი მიდის მხოლოდ რჩეულების ოჯახების კეთილდღეობაზე, 20-25 ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ადამიანებისთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი სწორედ მაცივარი და ახალი წლის დღესასწაული იყო, რა იზრდება და როგორ იზრდება, თუ რამე იზრდება ფასების დონეა, უბრალო მოქალაქეებისთვის არაფერი.
გასაგებია, რომ ჩვენი პენსიონერები ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა საზოგადოების, მათი დიდი ნაწილი პარალელურად სოციალურად დაუცველია და იმაზე ბევრად მეტს იმსახურებენ, რაც შეიძლება ვინმემ დაასახელოს.
კაცების საპენსიო ასაკი 65 წელი, ქალების 60 წელია - ანუ ჯერ ხომ კაცები 9 წლით ნაკლებს ცოცხლობენ საშუალო, მერე 5 წლით გვიან გადიან საპენსიო ასაკში, ეს რომ ჩამოსაწევი და გასათანაბრებელია ქალს და მამაკაცს შორის საპენსიო ასაკი.
სოციალურად დაუცველთა ნაწილში ფულადი დახმარების წესშიც მოხდეს ცვლილება - მაგალითად, 2021 წლის ბოლოს შევიტანეთ კანონპროექტი, როგორი მოცემულობა მივიღეთ, რომ ყოველწლიურად ისიც გაზრდილიყო, კულისებს მიღმა ქოცები გვეუბნებოდნენ ძალიან მაგარია, მაგრამ ხომ იცით, პოლიტიკურად მხარს არ დავუჭერთო და რეალურად გაჭედეს ეს რეაქცია, ვიღაცის ჩარევით ეს თემა გააჩერეს და რა ხალხის კეთილდღეობის აქცენტებზე უნდა ველაპარაკოთ ხელისუფლებას,“ - ამბობს ლილუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები