პენსია შეიძლება იყოს მხოლოდ დაგროვებითი - კირთაძე
არ უნდა იღებდეს ყველა პენსიას და უნდა იყოს მიზნობრივი - ამ განცხადებას ევროპული საქართველოს წევრი თენგო კირთაძე აკეთებს.
კირთაძის თქმით, ახალი მოდელი უნდა შემუშავდეს საპენსიო სისტემის.
პენსია არის ადამიანისთვის, რომელიც შრომით ბაზარს გამოეთიშა და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდეს და პოლიტიკის დანიშნულებაა, რომ შექმნას ისეთი პირობები, რომ მოქალაქემ შეძლოს ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფა.
2018 წლიდან არსებობს დაგროვებითი პენსია - ძალიან ცუდი მოდელია, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არ უნდა ყოფდეს მოქალაქეებს ასაკობრივი ზღვარის მიხედვით და ჩვენი რეფორმა ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას ასაკობრივი ზღვარის მიუხედავად, ის აძლევს შესაძლებლობას თავისი სურვილის მიხედვით დააბანდოს კერძო საინვესტიციო და საპენსიო ფონდებში და აძლევს შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში დანაზოგის მოხმარება შეეძლოს. ის არ ზრდის საგადასახადო ტვირთს, სტიმულები, რაც დღეს ჩადებულია ზრდის საგადასახადო ტვირთს.
ჩვენ დღეს ამას კი ვეძახით პენსია, რაც გვაქვს, მაგრამ რეალურად შეუძლებელია ეს იყოს პენსია ან საპენსიო სისტემა, რადგან ქვეყანაში დაგროვებითი სისტემა არასდროს გვქონია, პენსია შეიძლება იყოს მხოლოდ დაგროვებითი. გვაქვს სოციალური შემწეობა და სოციალური შემწეობის გადახდა არ შეიძლება იმის მიხედვით, ვინ მიაღწევს რომელ ასაკს 65 წელს, მიზნობრიობაა აუცილებელი.
დაახლოებით, 850 ათასი მიმღებია პენსიის, აქედან კვლევების მიხედვით, 2000-მდე ადამიანი ამ დახმარებას ირებს არამიზნობრივად, სოციალურ კომპონენტებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც იღებს, ჩვენ რომ ეს დავზოგოთ, ყოველწლიურად დაახლოებით, 800 მილიონი რომელიც განთავისუფლდება, მოგვცემს შესაძლებლობას, მართლა იმ ადამიანებს დავეხმაროთ, რომლებსაც ეს საჭიროება გააჩნია,“ - ამბობს კირთაძე.