ეკონომისტი: რეფორმების შემთხვევაში სრულიად რეალურია "ლელოს" ინიციატივა პენსიის 1000 ლარამდე გაზრდაზე
"რეფორმების შემთხვევაში სრულიად რეალურია "ლელოს" ინიციატივა პენსიის 1000 ლარამდე გაზრდაზე", - ამ განცხადებას ეკონომისტი ოთო აბესაძე აკეთებს.
როგორც აბესაძე ამბობს, ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში პენსიების 1000 ლარამდე ზრდა რეალურია.
საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესი რამა, რაც უნდა შესთავაზოს პოლიტიკურმა პარტიებმა მოსახლეობას და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს პენსიონერებს, საუბარია 800 ათასზე მეტ ადამიანზე.
რაც შეეხება სისტემას, დღეს არსებული სახელმწიფო ხარჯების მიხედვით, სავსებით რეალურია სახელმწიფომ დაზოგოს როგორც მინიმუმ 2 მილიარდი ლარი და მოხდეს მომენტალურად პენსიის გაზრდა 200 ლარით, ხოლო 4-5-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია, რომ პენსია გახდეს 1000 ლარი, იმ ლოგიკით, თუ გაატარებს მომავალი მმართველი გუნდი იმ ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც როგორც მინიმუმ დამატებით შექმნის ქვეყანაში ახალ 2 მილიარდ ლარს და თუ პოლიტიკურ პარტიას იმის ამბიცია არ აქვს, რომ დამატებით 2 მილიარდი ლარი შექმნას ეკონომიკაში პენსიისთვის, უკვე არაადეკვატურია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ძალიან ლოგიკური და არგუმენტირებულია. თუ "ლელოს" გუნდი არგუმენტირებულად ასაბუთებს იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივით დააბალაქნსებს ქვეყანში მონეტარულ პოლიტიკას და პენსიას გაზრდის 1000 ლარამდე, სავსებით რეალურია, ვინაიდან ამ პარტიას ხელმძღვანელობს ორი საკმაოდ პრაქტიკოსი ეკონომისტი, რომელსაც 3 მილიარდზე მეტი აქვთ შემოტანილი ქვეყანაში ინვესტიცია, შესაბამისად, თუ ვიმსჯელებთ მათი კონკრეტული ბიზნეს ქეისებით და ეკონოიკური ხედვებით, სავსებით რეალურია, რომ ქვეყანაში პენსია გახდეს 1000 ლარი," - ამბობს აბესაძე.