ღარიბაშვილი მაგ განცხადებას რომ აკეთებდა, ჯერ სარკესთან იდგა და თავის თავს არწმუნებდა - ბოტკოველი

18.01.24 22:43
ღარიბაშვილი მაგ განცხადებას რომ აკეთებდა, ჯერ სარკესთან იდგა და თავის თავს არწმუნებდა - ბოტკოველი

„მაგ განცხადებას რომ აკეთებდა, ჯერ სარკესთან იდგა და თავის თავს არწმუნებდა ალბათ, რომ ეს განცხადება გაკეთებინა,“ - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი პრემიერ ღარიბაშვილს.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან დავოსში ოპოზიცია გააკრიტიკა და დააანონსა, რომ საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, „ოცნება“ 60 პროცენტს აიღებს. გარდა ამისა, პრემიერმა ოპოზიციას "ხელმოცარული" უწოდა და განაცხადა, რომ მათი "უსუსური მცდელობაა" , რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ვის რა წარსული აქვს.

მაგ განცხადებას რომ აკეთებდა, ჯერ სარკესთან იდგა და თავის თავს არწმუნებდა ალბათ, რომ ეს განცხადება გაკეთებინა. ღარიბაშვილმა მითუმეტეს კარგად იცის, ვინ არის ხელმოცარული და ვინ არ არის. ღარიბაშვილი „ქართული ოცნებიდან“ რომ გავიტანოთ და ცალკე დავაყენოთ, ღარიბაშვილი არავის არ წარმოადგენს. კახეთის მაგალითზე საკუთარ სოფელს მოვუგებ, რომელშიც ცხოვრობს,“ - ამბობს ბოტკოველი.

მსგავსი სიახლეები