ღარიბაშვილი და კალაძე ბოლო 2 დღეა საბავშვო კონკურსში არიან ჩართულები - კუპრაძე
ღარიბაშვილი და კალაძე ბოლო 2 დღეა საბავშვო კონკურსში არიან ჩართულები, როგორ დალანძღონ "ლელო" - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ "პირველებთან" განაცხადა.
კურპაძის თქმით, ეს კარგია, რადგან ამით ჩანს, რომ "ლელოს" მხრიდან "ქართული ოცნების" დანაშაულებების მხილება გულზე მოხდა "ოცნების" ორივე მაღალჩნოსანს.
ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩართულები არიან საბავშვო კონკურსში, როგორ დალანძღონ "ლელო". ეს კარგია, რადგან ის მხილება, რაც "ლელოს" მხრიდან "ქართული ოცნების" დანაშაულებებზე არსებობს გულს ტკენს კალაძეს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს. ირაკლი ღარიბაშვილის ოცნებები თითქოსდა ისინი შეძლებენ უმრავლესობის აღებას, არის იუმორისტულ ჟანრში. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაბრუნდა, როგორც მან განაცხადა იმიტომ, რომ კორუფციაში ეფლობოდა "ქართული ოცნება", ეს სადარდებელი აქვს მას", - განაცხადა კუპრაძემ.
ხელმოცარულები და ლუზერები - ამ სიტყვებით გააგრძელა ღარიბაშვილმა ოპოზიციის გაშავების კამპანია. კალაძის წამოწყებულ საქმეში პრემიერი შვეიცარიიდან ჩაერთო.