თავიანთი გაყალბების რესურსითაც კი, "ოცნება" ამ შედეგს ვერ დადებს - ლილუაშვილი პრემიერის განცხადებაზე
თავიანთი გაყალბების რესურსითაც კი, "ოცნება" ამ შედეგს ვერ დადებს - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პრემიერის განცხადების საპაუსოხდ "პირველებთან" განაცხადა.
ლილუაშვილი სისულელეს უწოდებს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ პროცვენტულ მაჩვენებელს.
თავიანთ საოცნებო საქართველოში, დამაჯერებლად გავიდოდნენ კი. ასეთი ძლიერი პედესტალიდან მათ მოუწიათ ბიძინა ივანიშვილის გამოყვანა პოლიტიკაში ღიად. სისულელეა რა თქმა უნდა, რაც თქვა. თავიანთი გაყალბების რესურსითაც კი, ისინი ამ შედეგს ვერ დადებენ", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ქვეყნის პრემიერმა თქვა: დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას.